пятница, 19 октября 2018 г.

„წიგნი თუ კომპიუტერი?“



ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა იმის ფუფუნება, რომ ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან დიდი ოთახის ოთხივე კედელს გაავსებდა, ერთ პატარა მოწყობილობაში ჩავტიოთ, ვიკითხო სადაც გვინდა და როცა გვინდა, ჩანთის სიმძიმით აკიდებული სქოლიოზის გარეშე. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად გვეუბნებიან: წიგნის სუნი მაინც სულ სხვაა.
წიგნისა და კომპიუტერის როლი 21 საუკუნეში და მათი ურთიერთმიმართება, საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ თემას წარმოადგენს. თანამედროვე პირობებში რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა? შესაძლებელია თუ არა მათი თანაარსებობა? ეს დღემდე დილემად და სადისკუსიო თემად რჩება. წიგნი და კომპიუტერი - ინფორმაციის, განათლებისა და შემეცნების უტყუარი წყაროა...წიგნი თუ კომპიუტერი? ორივე მნიშვნელოვანია ადამიანის განათლებისა და განვითარებისთვის, როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებოსთვის. ორივე ინფორმაციის მოძიების მთავარი საშუალებაა. წიგნისა და კომპიუტერის როლი უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, ერთმა არ უნდა გამორიცხოს მეორე, რადგან მათ გარკვეულწილად განსხვავებული დატვირთვა აქვთ:

კომპიუტერი არის ინფორმაციის სწრაფად მიღების - მოძიების,დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საშუალება. იგი ადამიანის საქმიანობას ავტომატიზირებულს ხდის. ხოლო, რაც შეეხება წიგნს, ის "ფრთებს ასხამს ადამიანის ფანტაზიას..." არის მეტად სიღრმისეული და წარმოსახვითი. წიგნი სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.
       დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…..გთავაზობთ უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას…
ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.
XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერთს არ დააშოროს ,ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო.ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა-აბატმა კლოდ ფროლომ-ჯერ წიგნზე ,შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას).
ამის შემდგომ კარგა ხანი გავიდა. ახლა ვითარება შეიცვალა და თვით წიგნსაც გამოუჩნდნენ კონკურენტები:ჯერ ფოტოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინოხელოვნება გაჩნდა ,შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყრო ქვეყანა.ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა.დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ ,შემდეგ წიგნზე და კვლავ იმავე ფრაზას იმეორებენ : ეს (კომპიუტერი) მოკლავს ამას (წიგნს).ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს?აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: არსებობს ორგვარი წიგნი:საკითხავი და საცნობარო.პირველს ჩვეულებისამებრ,თავ იდან ბოლომდე ვკითხულობთ;მეორეს(ცნობარებს ,ენციკლოპედიებს……) კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ,რათა საჭირო ცნობები ამოვიკითხოთ.კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის !!!



четверг, 18 октября 2018 г.



კოპიუტერის შესახებ

კომპიუტერი -ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი
მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, 
ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, 
იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია
მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.
კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება
იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე
ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები
აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.კომპიუტერი
რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის
იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის;
მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ
კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს
(ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში
გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, 
არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე
გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, 
რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული
მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული
კომპიუტერით იმართება.