მე-5ბ კლასში დასრულდა მუშაობა პროექტზე
„გზა თანამედროვე კომპიუტერამდე“. პროექტის აქტუალობა მდგომარეობდა მოსწავლეთა დიდ
ინტერესში თუ განვითარების როგორი გზა გაიარა გამოთვლითმა ტექნიკამ ვიდრე თანამედროვე
სახეს მიიღებდა. პროექტი დამეხმარა მოსწავლეთა ინტერესის დაკმაყოფილებაში და მათი თვალსაწიერის
გაზრდაში.
პროექტის
ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურა, ელექტრონული და კედლის გაზეთი,
ტექსტურ რედაქტორში დოკუმენტი „კომპიუტერის ფუძემდებლებზე“ და საპრეზანტაციო პროგრამა
„აბაკიდან კომპიუტერამდე“.
პროექტზე მუშაობის მსვლელობა
მოსწავლეთა ნამუშევრები:
გაზეთის შაბლონი
საინფორმაციო ბროშურა
ინტერნეტის ფუძემდებლები
PowerPoint-ში შესრულებული პრეზენტაცია
აფხაზეთი
გურია
რაჭა
სამეგრელო
სვანეთი
ქართლ-კახეთი
მოსწავლეთა ნამუშევრები:
გაზეთის შაბლონი
საინფორმაციო ბროშურა
ინტერნეტის ფუძემდებლები
PowerPoint-ში შესრულებული პრეზენტაცია
![]() |
| Add caption |
პროექტი "მოვიარე საქართველო"
პროექტის რეფლექსია
საპრეზენტაციო პროგრამა Power
Point-ის ფუნქციების შესწავლის
შემდეგ გადავწყვიტეთ ნასწავლი მასალის თავმოყრა. VI ა კლასის მოსწავლეებიდან წამოვიდა იდეა გაგვეკეთებინა
პროექტი და პრეზენტაციები გაკეთებულიყო საქართველოს კუთხეებზე. ინტერესი ამ საკითხის
მიმართ იყო დიდი, რადგან ისტორიაში სწავლობენ საქართველოს კუთხეებს.
აღნიშნული
პროექტი დამეხმარებოდა ხელი შემეწყო ინტერესის დაკმაყოფილებაში, მოსწავლეთა თვალსაწიერის
გაზრდაში და ნასწავლი მასალის თავმოყრაში.
პროექტი განხორციელდა
გეგმის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს განეხორციელებინათ
საქართველოს კუთხეების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დახარისხება , სურათების გადმოწერა
და მათი წარმოდგენა საპრეზენტაციო პროგრამის სახით. ასევე შექმნილი ნამუშევრების ჩაწერა
დისკზე.
მიზნის ყველა
ეტაპი იყო გაზომვადი, რამაც საშუალება მოგვცა, დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია.
მოსწავლეები
ხალისით ჩაერთვნენ პროექტში, საინტერესო იყო მათთვის შეთავაზებული აქტივობები: ინტერნეტის
გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, სურათების გადმოწერა, სლაიდ-შოუზე მუშაობა. მნიშვნელოვანი
ყურადღება დავუთმე იმას, რომ ყველა მოსწავლე ჩართულიყო მუშაობაში. მოსწავლეებმა ინფორმაციის
მოძიებას და მონაცემების მოწესრიგებას კარგად გაართვეს თავი. პროექტის ძლიერი მხარე იყო ის , რომ მოსწავლეებმა
კარგად შეძლეს ნასწავლი მასალის თავმოყრა. სლაიდებზე შეარჩიეს ეფექტური ანიმაციები,
გადასვლები, კარგად შეძლეს ინფორმაციისა და სურათების განთავსება სლაიდზე. მხოლოდ დისკზე
ჩაწერის პროცესში გავუწიე მათ მცირედი დახმარება. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე
შეფასების საკითხს. კერძოდ შევაფასე როგორც შექმნილი პროდუქტი ისე პროექტის პროცესი.
ჯგუფებს
სწინასწარ მივეცი გეგმა, თუ რას უნდა მიქცეოდა ყურადღება: ადგილმდებრეობა, ღირშესანიშნაობები,
ტრადიციები, კულტურა, სამზარეულო და ა.შ. გამომდინარე აქედან მოსწავლე ზუსტად პირობის
შესაბამისად ასრულებდა დავალებას.
ავღნიშნავ,
რომ მივაღწიე დასახულ მიზანს: მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით;
შეძლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება; შექმნეს პრეზენტაციები. შექმნილი ნამუშევრები
ჩაიწერა დისკზე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, როგორც ისტორიის, ისე გეოგრაფიის პედაგოგებს
საქართველოს კუთხეების ახსნის დროს.
დავრწმუნდი,
რომ პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მრავალი უნარის განვითარებას ბავშვებში და მომავალშიც
ხშირად მივმართავ მას.
პროექტის გეგმა
მოვიარე საქართველო
იმერეთიაფხაზეთი
გურია
რაჭა
სამეგრელო
სვანეთი
ქართლ-კახეთი




Комментариев нет:
Отправить комментарий