სადამრიგებლო საათის თემები
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
და შესრულების ვადები
|
შენიშვნა
|
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
|
პიროვნული და მორალური განვითარება
რას ნიშნავს
იყო პირველკლასელი. ზაფხულის შთაბეჭდილებები.
კლასში ქცევის
წესების შემუშავება. წესები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა
და ურთიერთობაში. (უფროსებთან მისალმების, მიმართვის, „თქვენი“ ფორმის გამოყენების
საჭიროება, ხელის აწევის კულტურა, საკლასო ნივთების მოვლის აუცილებლობა, საკუთარი
დასხვისი საკუთრების გაფრთხილება)
თანამშრომლობის
მნიშვნელობა, ცნება „თანაკლასელი“.
დროის ყადრი.
საათის დანიშნულება. დროის მართვა.
სოციალურად
ღირებულ თემებზე/ქცევის წესებზე საუბარი-ეთიკა, ზრდილობა საკლასო გარემოში ( „ჯადოსნური
სიტყვები“ : გმადლობთ, ბოდიში, თუ შეიძლება) ეთიკა, ზრდილობა სხვა და სხვა სიტუაციაში
(ტრანსპორტი, დაბადების დღე)
საკუთარ თავსა
და ძალაში დარწმუნება, საქმის კეთებისას „შრომისმოყვარეობისა“ და „მონდომების“ მნიშვნელობა.
ურთიერთობისას
და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები მათი მოგვარების გზები, კონფლიქტების აცილებისა
და მოგვარების აუცილებლობა.
მორალური
ცნობიერების განვითარება, სწორი და არასწორი საქციელის შეფასება. სხვა და სხვა საქციელის
გაცნობიერება
მოსწავლის
და ზოგადად ადამიანების (დედის ,მამის და
სხვა) უფლებები და ვალდებულებები. პასუხისმგებლობის გრძნობა.
ადამიანთა
შორის მსგავსება და განსხვავება. ემოციები (მაგ: სიხარული, შიში, გაბრაზება,წყენა)
და ადამიანური თვისებები (მაგ: სიკეთე, სიბეჯითე, სიმამაცე, საზარმაცე, სიმორცხვე
და სხვა)
გარემოს დაცვითი
კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
პირადი ჰიგიენა,
თავის მოვლის ჩვევები. ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები. სპორტული აქტივობის
მნიშვნელობა.
ბუნების მოფრთხილების
აუცილებლობა( ხეების მოვლა, ქუჩაში სისუფთავის დაცვა). ბუნების მოვლენების მნიშვნელობა.
ურთირთობა შინაურ ცხოველებთან.
ავადმყოფობის გავრცელების წყაროები
უსაფრთხოება
და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება.
სახლის მისამართის,
ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრების ცოდნა. სკოლის შენობაში ორიენტირება. პირადი
უსაფრთხოების დაცვა (ცოდნა იმისა, რომ არ შეიძლება უკითხავად მედიკამენტების აღება,
ასანთით თამაში)
ქუჩაში მოძრაობის
წესები. საგზაო ნიშნების მნიშვნელობა. შუქნიშნის ფერები.
ქალაქის და
სოფლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები (ძეგლები)
დღესასწაულების
აღნიშვნის ტრადიციები
თვალსაწიერის გაფართოება
წიგნიერების
მნიშვნელობა, საყვარელი ზღაპრები და პერსონაჟები, მითები და წაკითხული მოთხრობები
ხელოვნების
სხვა და სხვა დარგი: მხატვრობა ,თეატრი, მუსიკა. საყვარელი ფილმები და მულტფილმები.
ტექნიკური
საშუალებების და საყოფაცხოვრებო ნივთების დანიშნულება, მათი სარგებელი და საფრთხე.
გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვის აუვილებლობა.
|
2 შეხვედრა
სექტემბერი
1-2 შეხვედრა
ოქტომბერი
2 შეხვედრა
2 შეხვედრა
2 შეხვედრა
1 შეხვედრა
2 შეხვედრა
2 შეხვედრა
1-2 შეხვედრა
2 შეხვედრა
1 შეხვედრა
1 შეხვედრა
1 შეხვედრა
2 შეხვედრა
1-2 შეხვედრა
2 შეხვედრა
2 შეხვედრა
1-2 შეხვედრა
2 შეხვედრა
1 შეხვედრა
|
თემას მასწავლებელი
მუდმივად უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
თემაზე საუბარი
შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად
შესაძლებელია საუბარი
დაიგეგმოს ბუნების პედაგოგთან ერთად.შესაძლებელია დაიგეგმოს ზეიმი, ვიქტორინა ან
პროექტი.
თემას დამრიგებელი უბრუნდება მუდამ მოსწავლეებთან
საუბრისას
მსგავს საკითხებზე საუბარი
შესაძლებელია ექსკურსიის დროს
თემაზე საუბარი სასურველია
კონკრეტული დღესასწაულის წინ ან ზეიმისთვის მზადებისას
|
2018-2019 სასწავლო წელი
ვარ 2დ კლასის დამრიგებელი. პედაგოგიურმა
გამოცდილებამ ცხადყო,რომ ამ ასაკის ბავშვებისათვის დამახასიათებელია სავსებით დადებითი,
ხალისიანი დამოკიდებულება სკოლასა და სწავლისადმი. მათ უყვართ სკოლა, მასწავლებლები,
თავისი კლასი, მეგობრები. ისინი ხარბად ეწაფებიან სასკოლო ცხოვრების შინაარს, რისთვისაც
დიდ ენერგიასა და აქტივობას ავლენენ. ამ ასაკში ბავშვი უსაზღვროდ ინტერესიანია, უნდა
გაარკვიოს, რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა შეიძლება და რა არა, გამოიტანოს სწორი
დასკვნა, შეიგრძნოს საკუთარი „მე“, გამოამჟღავნოს საკუთარი აზროვნება და თუ საზრდო
სწორად მიეწოდება მას, უნდა ჩავთვალოთ, რომ მიზანი მიღწეულია.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით შევიმუშავე
2018-2019 წლის სადამრიგებლო პროგრამა, რომელიც დავტვირთე სხვადასხვა სახის ღონისძიებით.
ამათგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ სადამრიგებლო საათს.
სასწავლო წლის დასაწყისში მოვაწყვეთ ექსკურსია
სათაფლიის ნაკრძალში, მოვინახულეთ მღვიმე და დინოზავრის ნაკვალევი, რასაც ბავშვები
დიდი ინტერესით შეხვდენენ.
სემესტრის განმავლობაში რამდენჯერმე დავესწარით
თოჯინების თეატრის სპექტაკლს. მოსწავლეებს ჩავუტარე აღმზრდელობითი ხასიათის საუბრები.
ასევე საუბრები რელიგიური დღესასწაულებისა და სხვადასხვა წმინდანთა ცხოვრების ეპიზოდების
შესახებ. დეკემრის ბოლოს კი მოვაწყვეთ საახალწლო-საშობაო ღონისძიება და ღია გაკვეთილი
„საახალწლო ტრადიციებისა და ატრიბუტების გაცნობა“.
აქტიურად ვთანამშრომლობ მოსწავლეთა
მშობლებთან, რომლთა გარეშეც რთულია, მივაღწიოთ მიზანს და ჩამოვაყალიბოთ პიროვნება.
ისინი აქტიურად არიან ჩართული სასკოლო საქმიანობაში და ამით დიდ დახმარებას მიწევენ.
საჭიროებისამებრ ვატარებ მშობელთა კრებებს,სადაც არის მსჯელობა წარმატების გასაანალიზებლად
და პრობლემების აღმოსაფხვრელად, მომავალი მიზმების დასასახად.
მომავალი წლისთვის ვგეგმავ:
·
გავაუმჯობესო
კლასთან და მშობლებთან მუშაობა;
·
მუშაობა განვაახლო წინასწარ შედგენილი სადამრიგებლო
პროგრამის და სასწავლო გეგმის მიხედვით;
·
ვიზრუნებ ავიმაღლო კვალიფიკაცია.
ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში
![]() |
| მე და ბავშვები |
![]() |
| სათაფლიაზე |
![]() |
| ექსკურსია |
![]() |
| Add caption |
პირველი ნაბიჯები წიგნის სამყაროში
![]() |
| ბიბლიოთეკაში |
![]() |
| პირველი წიგნები |
![]() |
| წიგნის სამყაროში |
![]() |
| ნიკოლოზი |
![]() |
| მაკა მასწავლებელთან |
2019 წელი "დედის დღე"
საქართველოში 3 მარტი დედის დღედ 1991 წლიდან აღინიშნება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით.
სწორედ ეს ლამაზი დღესასწაული აღნიშნეს 2დ კლსის მოსწავლეებმა. პატარებმა სიმღერითა და დედისადმი მიძღვნილი ლამაზი ფრაზებით გაუთბეს გული დამსწრე საზოგადოებას. მოეწყო გამოფენა „ჩემი ლამაზი დედიკო“. გაითამაშეს როლური თამაშები.
მოსწავლეებმა ყველა აქტივობით საოცრად ფაქიზი, თბილი, სათუთი და ამაღელვებელი დამოკიდებულება გამოხატეს დედებისადმი.


















Комментариев нет:
Отправить комментарий