ციფრული სკოლა
მაკა ნაკაშიძე - ქ.ქუთაისის
21-ე საჯარო სკოლა.
ციფრული სკოლა
გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას - ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო
სხვა სახის ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი
სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება
ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით.
ტექნოლოგია ყველგანაა და შესაბამისად, იგი ჩვენს
ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა გადაჭვული. სწორედ ამიტომ, საკლასო ოთახში ტექნოლოგიების
მიზანმიმართულად გამოყენება სწავლებისთვის მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და საგანმანათლებლო
პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის. სწორედ ამ საქმეს ემსახურება ციფრული
სკოლა.
ციფრული სკოლა აღარ არის უტოპია. ეს არის რეალობა.
ინტერაქტიული, საინტერესო, მრავალმხრივი და თანამედროვე რეალობა. მაგრამ როგორც ყოველთვის
ახალი რაიმეს დაწყებისთანავე, არსებობს სირთულეები, კითხვები და ეჭვები.
ციფრული სკოლა არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი
სკოლა, რომელშიც ჩართულია საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მაგრამ ელექტრონული სკოლა არ
არის მხოლოდ ინტერნეტ ტექნოლოგიების, მობილური კლასების, ინტერაქტიული დაფების და ტექნოლოგიების
სხვა ობიექტების განხორციელება, ასევე მაღალკვალიფიციური და მომზადებული პერსონალი.პედაგოგები,
რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები საკლასო ოთახში, რომლებიც იცნობენ
ინტერნეტში მუშაობის საფუძვლებს და მზად არიან მუდმივად ცვლილებებისთვის.
საქართველოში ციფრული სკოლის პროექტის განხორციელება
ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის
გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით
საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ
კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს
საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები. პედაგოგიკაში
იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა. სკოლიდან უნდა წამოვიდეს ინიციატივები
და თავად უნდა განსაზღვრონ თუ რა მიმართულებით სურთ ციფრული კულტურის განვითარება და
შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა .
ეს ყველაფერი ინტერნეტში ქართულად იქნება ხელმისაწვდომი,
შეიქმნება სასწავლო სცენარები და ინტერაქტიული სახელმძღვანელოები. აუცილებელი მოთხოვნა
იქნება ბლოგის წარმოება, ყოველკვირეულად უნდა აისახოს რა გაკეთდა სკოლაში, როგორ მიმდინარეობდა
ცვლილებები. სხვა სკოლებისთვის ეს ერთგვარი გამოცდილების გაზიარება იქნება.
საზღვარგარეთ არსებობს კვლევები ციფრული სკოლის უარყოფით
მხარეებზე. ამ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ:
·
Wi-Fi-ს გამოყენება
სკოლებში იწვევს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.
·
უარი სასკოლო
სახელმძღვანელოებზე.
·
კომპიუტერზე
მიჯაჭვულობა.
·
წერის უნარების
განუვითარებლობა.
·
მხედველობის პრობლემები და ა.შ
მიუხედავათ
ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა ციფრულ სკოლას უფრო ბევრი დადებითი
ასპექტი გააჩნია. ამათგან შეგვიძლია გამოვყოთ ის შესაძლებლობა, რომელიც მშობელს საშუალებას
აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროცესში. „ელექტრონულ საკლასო
ჟურნალში„ ინტერნეტისა და SMS-ის
შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შეუძლიათ თავიანთი შვილების წარმატების შესახებ გაეცნონ
ინფორმაციებს.
კიდევ ერთი დადებითი არგუმენტი არის ინსტრუმენტი
ლაპლანერი, რომელშიც მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და ატვირთონ გაკვეთილი.
ასევე , ციფრული ინსტრუმენტი პრესბუქი, რომელიც საშუალებას იძლევა, სკოლამ შექმნას
ინტერაქტიული სასწავლო სახელმძღვანელოები.ეს სისტემა მარტივად უზრუნველოფს სკოლის ადმინისტრაციის
პრობლემებს. როგორიცაა, სკოლის ფინანსების მენეჯმენტი. სკოლის მობილური აპლიკაცია,
მოსწავლეებისა და პერსონალის მონაცემთა ბაზის მართვა მარტივად, ელექტრონული ფოსტისა
და საიტის მართვა, ელექტრონული ბიბლიოთეკის მოსახერხებელი და მარტივი გამოყენება. ციფრული სკოლის პლატფორმა არის მოსახერხებელი და
მარტივი გამოსაყენებლად თუნდაც იმ ადამიანებისათვის, ვისაც განათლების მაღალი დონე
არ გააჩნია ამ საკითხში.
ციფრული სკოლა არის ვებსაიტი, მენეჯმენტის ინფორმაციული
სისტემა, რომელიც ეძღვნება სასწავლო ინსტიტუტებს, ადმინისტრაციულ პროცესებში სირთულეების
გამარტივებასა და საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურობის გაღრმავებას.
ციფრული სკოლა არის კონფიგურირებადი პროგრამული უზრუნველყოფა,
რომელსაც გააჩნია მრავალი ინტეგრირებული მოდელი, რომელიც ავტომატურად ახორციელებს რამდენიმე
ფუნქციას.
ლიტერატურა
Digital
school
MAKA NAKASHIDZE
Kutaisi
Public School №21. Teacher of Information and Communication Technologies.
Summary
The digital school implies digital content and
materials - video and online lessons, educational literature and laboratories.
This tool of knowledge will increase the availability of additional educational
materials and teachers will also benefit from teachers with the most modern and
high quality literature.
ვირუსები და ანტივირუსები ტექნოლოგიებში
მაკა ნაკაშიძე - ქ.ქუთაისის
21-ე საჯარო სკოლა.
კომპიუტერული ვირუსი ეს არის სპეციალურად დაწერილი, მოცულობით არც ისე დიდი პროგრამა, რომელსაც
შეუძლია მიებას სხვა პროგრამებს (ჩაწეროს ძირითადი პროგრამის ტექსტში საკუთარი
კოდი) და შეასრულოს სხვადასხვა არასასურველი მოქმედები თქვენს კომპიუტერში. ვირუსს შეუძლია დააზიანოს ნებისმიერი კომპიუტერში
ან დისკზე არსებული ფაილი, მაგრამ ზოგიერთი ფაილი შესაძლოა მხოლოდ დაინფიცირდეს.
ეს იმას ნიშნავს რომ ვირუსი ამ ფაილებში
დამკვიდრდება ე.ი. შეცვლის მათ ისე
რომ, მუდმივად იარსებებს მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში გააქტიურდება. როგორც წესი ვირუსის კონკრეტულ სახეობას შეუძლია
დააზიანოს ერთი ან ორი ტიპის ფაილი. ყველაზე ხშირად გვხვდება ვირუსები, რომლებიც
აზიანებენ შემსრულებელ ფაილებს. გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა ჩამტვირთველი
სექტორის ვირუსები. ზოგიერთი ვირუსები აზიანებენ როგორც ფაილებს ასევე დისკის ჩამტვირთველ არესაც. ვირუსები რომლებიც აინფიცირებენ
დრაივერებს გვხვდებიან ძალიან იშვიათად, ჩვეულებრივ ასეთ ვირუსებს ასევე შეუძლიათ
შემსრულებელი ფაილების ინფიცირება.
კომპიუტერულ
ვირუსებს დიდი ისტორია აქვს. პირველად ტერმინი „კომპიუტერული ვირუსი“ იხმარა ამერიკელმა
მეცნიერმა ფრედი კოენმა 1983 წელს. თუმცა ის პროგრამები, რომლებიც ამ ტერმინის განმარტების
ქვეშ ექცეოდნენ, ადრეც არსებობდნენ. პირველ კომპიუტერულ ვირუსად ითვლება თამაში „Pervading
Animal”, რომელიც 1960 წელს გამოჩნდა და არ იყო შექმნილი ვინმესთვის
ზიანის მისაყენებლად, მაგრამ ვირუსის საბაზისო თვისებას ამჟღავნებდა - შეეძლო გამრავლება.
ეს არ იყო წმინდა სახის ვირუსი, ის არ შეიცავდა თვითგავრცელების შესაძლებლობას, ის
ვრცელდებოდა იმ მომხმარებლების მიერ, რომლებიც თავისი ნებით ჩაიწერდნენ ამ თამაშს დისკეტზე.
პირველი ვირუსი ქსელში 1975 წელს გამოჩნდა სახელწოდებით Creeper, რომელიც მოდემის საშუალებით ერთი კომპიუტერიდან შეაღწევდა მეორეში. Creeper-მა წარმოქმნა პირველი ანტივირუსული
პროგრამა Reaper.
ვირუსი ესაა
პროგრამული კოდი, რომლის ტირაჟირებაც სხვა ობიექტში დამატების შედეგად ხდება. ეს პროცესი
მიმდინარეობს შეუმჩნევლად, მომხმარებლის ნებართვის გარეშე. ვირუსის გააქტიურება ხდება
ინფიცირებული პროგრამის გაშვებისას. მას შემდეგ რაც
ვირუსი შეასრულებს მისთვის სასურველ მოქმედებებს ის გადადის პასიურ რეჟიმში და
მართვას გადასცემს იმ პროგრამას რომელშიც ის იმყოფება( ასეთ დროს შესაძლებელია
პროგრამამ გააგრძელოს მუშაობა პრობლემების გარეშე ანუ თავად იქნება ვირუსის
მატარებელი, მაგრამ შეფერხებები არ ექნება ან თავადაც ვეღარ შეძლოს მუშაობა).
ზოგიერთი ვირუსი
დაწერილია ისე რომ მისი კომპიუტერში შეღწევის მერე იგი რჩება კომპიუტერის
მეხსიერებაში და დრო და დრო განაგრძობს კომპიუტერის დაზიანებას. თავად ვირუსი ისე
შენიღბულად ასრულებს თავის „სამუშაოს“ რომ
მისი თავიდანვე აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია, კომპიუტერი არანაირ
შეტყობინებას არ იძლევა მასში ვირუსის არსებობის შესახებ. თქვენს კომპიუტერში
ვირუსის არსებობის შესახებ თქვენ შეგიძლიათ
შეიტყოთ მას შემდეგ, რაც კომპიუტერში არსებული პროგრამები დაზიანდებიან. ვირუსს შეუძლია დააზიანოს
ნებისმიერი კომპიუტერში ან დისკზე არსებული ფაილი, მაგრამ ზოგიერთი ფაილი შესაძლოა
მხოლოდ დაინფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს რომ ვირუსი ამ ფაილებში დამკვიდრდება ე.ი. შეცვალის მათ ისე რომ, მუდმივად იარსებებს
მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში გააქტიურდება.
აღნიშვნის
ღირსია ის ფაქტიც, რომ პროგრამის ტექსტი და დოკუმენტები, მონაცემთა ბაზებისა და
ცხრილური პროცესორების ინფორმაციული ფაილები თუ სხვა ანალოგიური ფაილები არ
შეიძლება ინფიცირებული იყოს ჩვეულებრივი ვირუსით. სტანდარტულ ვირუსს მხოლოდ მათი
გაფუჭება შეუძლია. ასეთი სახის ფაილების ვირუსით „დაინფიცირება“ ხდება მხოლოდ
მაკრო-ვირუსების საშუალებით. დღეისათვის გამოჩდა „მაკრო
ვირუსების“ ისეთი კლასი, რომელებიც "წარმატებით" მუშაობენ ისეთ
პროგრამებთან, როგორებიც არიან internet Explorer, outlook, outlook Exprss,
Microsoft Office. ამ კლასის ვირუსები შეიცავენ დაფარულ ბრძანებებს რომლებიც არ არი სასურველი
რიგითი მომხმარებლისათვის. ეს კოდი უკვე აღარ არის კომპიუტერის პროგრამული კოდი
იგი უკვე წარმოადგენს პროგრამის ტექსტს, რომელიც უნდა შესრულდეს ზემოთ აღნიშნული
რომელიმე პროგრამული გარსით. ასეთ შემთხვევაში, ის შეიძლება ჩაწერილი იყოს ნებისმიერ
ფორმატში: html, .htm, internet
explorer-სათვის .doc, .xls, .xlw, .txt,
.prt Microsoft Office-სათვის. ასეთი სახის
ვირუსები ზიანს აყენებენ მხოლოდ კონკრეტული მახასიათებლის მქონე ფაილებს.
მიუხედავად ამისა ამ ტიპის ვირუსები ყურადღებას მაინც „იმსახურებენ“, დაფარული ჰიპერკავშირების მეშვეობით,
მათ შეუძლიათ თვითნებურად გადმოწერონ
ინტერნეტიდან თქვენს კომპიუტერში ვირუსის ტანი, ხოლო ზოგიერთ ვირუსებს შეუძლიათ
გაახლდნენ და ჩაიტვირთონ ნაწილ-ნაწილ ინტერნეტის მეშვეობით გარკვეული სერვერებიდან.
მაგალითად ერთმა იაპონელმა სტუდენტმა სწორედ ასეთი ტიპის ვირუსი შექმნა, რომელიც
ავტომატურად უერთებს პატარა ჩამტვირთველს ინტერნეტიდან შემოსულ ნებისმიერი
ფორმატის მონაცემთა ნაკადს. შემდგომში კი ეს ჩამტვირთველი IP-მისამართის
საშუალებით სერვერიდან ავტომატურად იწერს
ვირუსს Babillon5 თქვენს კომპიუტერში. ასეთი ტანი ვირუსს აქვს 4. თითოეულ მათგანს ავტომატურად შეუძლია თქვენ დაუკითხავად დააზიანოს კომპიუტერი,
მაგრამ მათ აქვთ გარკვეული დანიშნულება, ეს ვირუსი ტიპის მიხედვით მაკრო და უბრალო ვირუსებს შორის ნამდვილი
ჰიბრიდია, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ რომ ზუსტად „ჰიბრიდები“ არიან უფრო სიცოცხლის
უნარიანნი, „ეშმაკები“, და მრავალრიცხოვანნი ვირუსებს შორის.
ვირუსების გავრცელების ძირითადი წყარო ინტერნეტია. გადმოწერილ
მასალას ხშირად თან მოყვება ვირუსი და შემდეგ მავნებლობს ჩვენს კომპიუტერში.
გამოკვლევევების შედეგად გამოვლინდა 20 ყველაზე აქტიური
ვირუსული პროგრამა. ესენია:
№
|
დასახელება
|
ხვედრითი წილი %-ში
|
1.
|
I-Worm. Klez
|
37,60%
|
2.
|
I-Worm. Sobig
|
10,75%
|
3.
|
I-Worm. Lentin
|
9,03%
|
4.
|
I-Worm. Avron
|
3,30%
|
5.
|
Macro.Word97. Thus
|
2,62%
|
6.
|
I-Worm.Tanatos
|
1,38%
|
7.
|
Macro.Word97. Maker
|
1,21%
|
8.
|
Worm.Win32. Opasoft
|
1,13%
|
9.
|
I-Worm. Hybris
|
1,04%
|
10.
|
Win95. CIH
|
0,69%
|
11.
|
Worm. Win32.Randon
|
0,58%
|
12.
|
VBS. Rerolf
|
0,57%
|
13.
|
Backdoor.death
|
0,51%
|
14.
|
Win95. Spaces
|
0,51%
|
15.
|
I-Worm. Roron
|
0,49%
|
16.
|
Trojan. PSW. Gip
|
0,49%
|
17.
|
Backdoor.NetDevil
|
0,48%
|
18.
|
Win32. HLLP.Hantaner
|
0,45%
|
19.
|
TrojanDropper. Win32. Delf
|
0,42%
|
20.
|
TrojanDropper. Win32. Yabinder
|
0,41%
|
სხვა პროგრამები
|
26,33%
|
კომპიუტერული ვირუსებისაგან დაცვის
ძირითადი მეთოდები
ანტივირუსი არის
პროგრამა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერისათვის საზიანო პროგრამებისაგან თავის დასაცავად.
ანტივირუსების კლასიფიკაცია იყოფა ორ ნაწილად:
1.
ვირუსების აღმოჩენა სიგნატურების ანალიზის მიხედვით
2.
ვირუსების აღმოჩენა ალბათობის ანალიზის მიხედვით
სიგნატურების
ანალიზი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც გამოიყენება თითქმის ყველა ანტივირუსში.
ვირუსებზე შემოწმებისათვის ანტივირუს ესაჭიროება ვირუსების სიგნატურები (ანაბეჭდები),
რომლებიც ინახება ანაბეჭდების ბაზაში. ანტივირუსის მწარმოებელ კომპანიებს გააჩნიათ
თავისი ლაბორატორიები, სადაც ექსპერტები აანალიზებენ ახალი ვირუსების და მავნე პროგრამების
კოდებს და ქმნიან მათ „ანაბეჭდებს“. ფაილის სკანირებისას ანტივირუსი ადარებს მას არსებული
ვირუსების ბაზას და დამთხვევის შემთხვევაში ფაილს ვირუსად აღიქვამს. აქედან გამომდინარე,
რაც უფრო ხშირად განახლებადია ანტივირუსული ბაზა, მით უფრო მცირეა კომპიუტერის ინფიცირების
შანსი.
რაც შეეხება ვირუსების აღმოჩენას ალბათობის ანალიზის მიხედვით, ეს მეთოდი კიდევ
ორ ნაწილად იყოფა: ევრისტიკული და ქცევის ანალიზი. ევრისტიკული ანალიზი არის ტექნოლოგია,
რომელიც დაფუძნებულია ალბათობის ალგორითმებზე. ამ პროცესში მოწმდება ფაილის სტრუქტურა
და მისი შესაბამისობა ვირუსულ შაბლონებთან. ქცევის ანალიზის მეთოდი კი არის ტექნოლოგია,
რომელიც აანალიზებს ფაილს ან პროგრამას მისი კომპიუტერში განხორციელებული ოპერაციის
მიხედვით. მიუხედავად ამისა არც ერთი მეთოდი არ იძლევა 100%-იან დაცვას.
თანამედროვე
ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა ძირითად განკუთვნილია Windows-ის ოპერაციული
სისტემისათვის. ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს პლატფორმა არის ერთერთი ყველაზე
პოპულარული.გარდა კომპიუტერების და ლეპტოპების ანტივირუსებისა არსებობს სხვა მობილური
მოწყობილობების დაცვის საშუალებები.
ანტივირუსების
კლასიფიცირება ხდება ოპერაციული სისტემების მიხედვით:
·
ანტივირუსული
პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემებისთვის.
·
ანტივირუსული
პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია Unix-ის პლატფორმისათვის.
·
ანტივირუსული
პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია მობილური მოწყობილობების პლატფორმებისათვის.
ლიტერატურა
Viruses and Antiviruses in Technologies
MAKA
NAKASHIDZE
Kutaisi Public School №21. Teacher
of Information and Communication Technologies.
Summary
Computer
virus is a type of specially written, not so volume-wide program that operates
by attaching itself to other programs (inserting its own code in the main
program text) and is designed to do various unwanted actions to a computer system.
Virus can affect any computer performance or disk file; however, some files might only be
infected. This means that the virus installs itself in these files i.e. it will
alter them so that they will permanently stay but they will activate only in
some cases. Usually the specific type of virus can infect one or two types of
files. The most common types of viruses affecting the executable files. In
respect of spreading the boot sector viruses are in the second place. Some type
of viruses infect files as well as disk drivers. Viruses that infect the
drivers are uncommon, usually these types of viruses can also infect executable
files.
Here are some simple tips we
can follow to avoid being infected by viruses:
·
The most generally applied
means of information protection, which
are also very useful for protecting
discs against physical damage, applied for
improperly running programs, as well as errors performed by the user.
·
Preventive
measures that enable reducing the virus
infections.
·
Specialized
programs protecting against computer viruses.
მაკა ნაკაშიძე - ქ.ქუთაისის
21-ე საჯარო სკოლა.
უკანასკნელი წლებში სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება ელექტრონული წიგნების რაოდენობა, როგორც საქართველოში,
ასვეე მსოფლიოში. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ელექტრონულ წიგნებთან დაკავშირებით,
ფაქტია რომ მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება და სწორედ ამიტომ სრულიად სამართიანად
არსებობს მოსაზრება, რომ მომვალი ელექტრონული
წიგნებისაა.
სტატიაში განხილული დადებითი მხარეებში ძალიან მკაფიოდ
ჩანს ელექტრონული წიგნების ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დადებითი მხარეები,
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უარყოფითი მხარეები, რომლებიც მკითხველთა ნაწილისათის
მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ შეიძლება გადაჭრით
ვისაუბროთ ელექტრონული წიგნიერების მხოლოდ დადებით ან მხოლოდ უარყოფით მნიშვნელობებზე
მკითხველისათვის.
ქაღალდის
წიგნი თუ ელექტრონული წიგნი? წლებია უკვე, რაც ამ არჩევანის წინაშე მსოფლიო დგას და
ეს კითხვა,დღემდე დისკუსიის საგნად რჩება.
ძირითადად კი, ამ მხრივ მკითხველის აზრი, როგორც
საქართველოში ასევე მთლიანად მთელს მსოფლიოში ორად იყოფა: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ
ქაღალდის წიგნი უალტერნატივოა სწორედ მისი უნიკალური ფორმატის გამო, ხოლო მეორე ნაწილს
მიაჩნია, რომ ელექტრონული წიგნი შეუცვლელია.
ქვეყანა უწიგნოდ ისე ვერ გაძლებს, როგორც თევზი
უწყლოდ. წარმოვიდგინოთ ქვეყანა ვაჟა ფშაველას,აკაკი წერეთლის, გალაქტიონ ტაბიძის, თომას
მაინ რიდის, აგატა კრისტის, შექსპირის, მარკ ტვენისა და სხვა კლასიკოსების გარეშე.
დედამიწა განადგურდებოდა! ადამიანებს დაუქვეითდებოდათ ფანტაზიის უნარი და ვერასოდეს
ვერ „ნახავდნენ“ გალაქტიონის მთაწმინდის მთვარეს, ვერ „გაფრინდებოდნენ“ იქ, სადაც კაპიტანი ნემო მოგზაურობდა, სადაც კაპიტან გრანტს
ეძებდნენ, ვერ „იმოგზაურებდნენ“ ტომ სოიერთან ერთად და ჰეკლბერი ფინთან განძის მოსაძებნად.
ჩვენს დროში (XXI საუკუნეში) მოზარდების ტვინში
დუელი, ორთაბრძოლა იმართება წიგნსა და კომპიუტერს შორის. მოზარდები 10-15 წლამდე, უპირატესობას
ანიჭებენ კომპიუტერს, მიუხედავად მისი რთული აგებულებისა მათი ფლობა მოზარდებისთის
ბევრად უფრო მარტივია.
კითხვა: „რა ბედი ელის წიგნს ციფრულ ეპოქაში?“
პირველი პერსონალური კომპიუტერის გამოგონებიდან ძალიან მალე გაჩნდა, მაგრამ აქტუალობა
ჯერაც არ დაუკარგავს. თუმცა, დაახლოებით 15 წლის წინ, როცა მსოფლიოს ყველა გამომცემელი
ამ საკითხზე აქტიურ დისკურსიაში იყო ჩართული, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნაბეჭდ წიგნს
ელექტრონული წიგნი ასე მოკლე დროში ჩაანაცვლებდა.
წიგნი იმ სახით რა სახითაც ჩვენ დღეს ვიყენებთ,
მხოლოდ 1500 წელია რაც არსებობს. ქაღალდის, მასზე ბეჭვდისა და აკინძვის გამოგონებამდე
წიგნები ქვაზე, ბათქაშზე, თიხის ფირფიტებზე და ცხოველების ტყავზე იწერებოდა. რა თქმა
უნდა ასეთი წიგნების შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესი იყო, შესაბამისად უხსოვარ დროს
ბევრი წიგნი ვერ იქმნებოდა და ვერც ადვილად ვრცელდებოდა. ჯერ ქაღალდის, ხოლო შემდეგ
ბეჭვდის გამოგონებამ წიგნების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა და წიგნისა
და წიგნიერების (წერა-კითხვის) ფართოდ გავცელებას შეუწყო ხელი.
კომპიუტერისა და თანამედროვე საბეჭდი მანქანა-დანადგარების
შექმნამ წიგნის წარმოების პროცესი კიდევ უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და მარტივი გახადა.
დაახლოებით 15 წლის წინ გაჩნდა ციფრული საბეჭდი მანქანაც - იდეალური მოწყობილობა მცირემეტრაჟიანი
წიგნების დასაბეჭდად. მანქანა კომპიუტერთანაა დაკავშირებული და მითითებული წიგნის ფაილს
ჯერ ბეჭდავს, შემდეგ კინძავს, ყდაში სვამს და მზა წიგნად აქცევს. ეს ყველაფერი ერთ
მანქანას შეუძლია სულ მოკლე დროში.
კომპიუტერის გამოგონებამ და ციფრულმა ტექნოლოგიებმა
კი შესაძლებელი გახადა წიგნის ელექტრონული ფორმატის შექმნა. 15 წლის წინ გამომცემლების ნაწილი ვარაუდობდა, რომ
მომავალში წიგნებს კომპაქტ-დისკებზე ჩაწერდნენ და ისე მიაწვდიდნენ მყიდველებს. ისინი
ფიქრობდნენ, რომ რაკი გამომცემელი ყიდის ინფორმაციას, ანუ შიგთავსს და არა ქაღალდს,
რომელზეც ეს წიგნია დაბეჭდილი, მკითხველი დისკზე ჩაწერილ წიგნსაც იყიდის. ალბათ თანდათან
მართლაც ასე მოხდებოდა, სულ მალე უფრო მოსახერხებელი მოწყობილობა- ელექტრონული წიგნები
რომ არ გემოეგონებინათ.
2007 წელს გამოვიდა პირველი ელექტრონული წიგნი
- Kindle, რომელიც გამოსვლიდან რეკორდულ დროში - ხუთნახევარ საათში გაიყიდა. უფრო სწორად,
ეს არის ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობა, რომელიც გამოუშვა ყველაზე დიდმა
ინტერნეტ-მაღაზიამ, ამაზონმა. ამაზონის მფლობელები მალე მიხვდნენ, რომ დაბეჭდილი წიგნების
გაყიდვის გარდა, წიგნის ელექტრონული სახით გაყიდვაც არის შესაძლებელი, თუ მყიდველს
შესაბამის მოწყობილობას შესთავაზებ. აქედან გაჩნდა Kindle-ის შექმნის იდეაც. ეს მოწყობილობა
ეკრანისა და ღილაკებისგან შედგება და დიდ მობილურს ჰგავს. მის 15 სანტიმეტრიან შავ-თეთრ
ეკრანზე ნებისმიერი ელექტრონული ტექსტის წაკითხვაა შესაძლებელი ილუსტრაციების გარეშე.
ასეთი ტექსტის, უფრო სწორად ტექსტების, უფრო ზუსტად კი მთელი წიგნების წყარო ინტერნეტია.
Kindle-ის შემდეგ ელექტრონული წიგნის გაუმჯობესებული
ვარიანტები გამოვიდა. ერთ-ერთია Nook, რომელიც
საშუალებას აძლევს მკითხველს ბიბლიოთეკიდან 14 დღით უფასოდ გამოიტანოს ელექტრონული
წიგნები, ხოლო Sony-Reader ელექტრონული ჯურნალ-გაზეთების წაკითხვისა და გადმოწერის
საშუალებასაც სთავაზობს. ამასთან, ელექტრონული წიგნების რაოდენობაც საკმაოდ შთამბეჭდავია
- ამაზონს თავის ელექრონულ ბიბლიოთეკაში 450 000 დასახელების წიგნი აქვს გაერთიანებული,
ხოლო Sony-Reader-ის მფლობელს მილიონზე მეტი
დასახელების ელექტრო-წიგნის შეძენა შეუძლია ინტერნეტით.
ყველა ამ ჭკვიანურ ელექტრონული წიგნის წამკითხველ
მოწყობილობას ამავე დროს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგალითად, შავ-თეთრი ეკრანი,
რომლიც ამავე დროს საკმაოდ მცირე ზომისაა და კითხვის პროცესს ნაკლებად მოსახერხებელს
ხდის და ა.შ
როგორც ჩანს მათი ნაკლი დაკვირვებით შეისწავლა
დ გაანალიზა კომპანია Apple-მა და 2010 წლის იანვარში გამოუშვა iPad, რევოლუციური მოწყობილობა,
რომელსაც 23 სმ-იანი ფერადი სენსორული ეკრანი და ყველა ის ფუნქცია აქვს, რასაც თანამედროვე
მომხმარებელი ინატრებდა. ამასთანავე მოწყობილობა ძალიან მსუბუქი და თხელია.
ელექტრონული წიგნების პოპულარიზაციას საქართველოში
ხელი შეუწყო ბაზარზე ქართული პლატფორმაბის - lit.ge და saba.com.ge-ს გამოჩენამ. ამ წამკითხველი აპლიკაციების
წყალობით, ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, საკუთარ Android, Windows, IOS თუ
Mac მოწყობილობებში ახლა უკვე ქართული აპლიკაცია ჩამოეტვირთა და lit.ge და saba.com.ge-ს მიერ შეთავაზებული ქართული ელექტრონული წიგნები წაეკითხა. ეს სიახლე
განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მკითხველისთის.
მათი აზრით წამკითხველი აპლიკაციები ქართულ წიგნებზე წვდომის ერთადერთი საშუალებაა
.
მინდა
გამოვყო ელექტრონული წიგნების რამდენიმე უპირატესობა:
-
დაბალი წარმოების
ღირებულება;
-
მინიმალური ფართი-
ელექტრონული წიგნები მოითხოვს ნაკლებ ფიზიკურ სივრცეს;
-
ელექტრონული წიგნები
ბევრად უფრო პორტატულია. მისი ტარება ძალიან მარტივია კომპიუტერით, ტელეფონით ან
თუნდაც მეხსიერების ბარათით;
-
ისინი სწრაფად
ხელმისაწვდომია- მკითხველს ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია შეუკვეთოს, გადმოწეროს
და დაუყოვნებლივ წაიკითხოს მისთვის სასურველი წიგნი;
-
მარტივად
რეგულირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მკითხველს მარტივად შეუძლია ტექსტის ზომა
შეცვალოს, შრიფტის გადიდება ან დაპატარვება. ასევე მარტივად არის შესაძლებელი მოძებნოს ტექსტში სასურველი ნაწილი.
-
ელექტრონული
წიგნები შესაძლოა იყოს ინტერაქტიული - წიგნები შეიძლება შეიცავდეს ტექსტთან ერთად
სურათებს, აუდიო და ვიდეო ფაილებს. ზოგჯერ შესაძლებელი ანიმაციასაც.
დადებით მხარეებთან ერთად აუცილებელი ვისაუბროთ ელექტრონული წიგნების
უარყოფით მხარეებზეც . მათგან შესაძლოა გამოვყოთ:
-
ზოგიერთი
ადამიანისათვის მოუხერხებელი და ნაკლებად კომფორტულია ეკრანზე ტექსტის კითხვა ;
-
მკითხველის
ნაწილს არ გააჩნია შესაბამისი ტექნოლოგიები ან ამ ტექნოლოგიების ის ცოდნა, რომლიც
ელექტრონული წიგნის წაკითხვისას არის საჭირო;
-
ზოგიერთი
ელექტრონული წიგნის ფორმატი ყოველთვის არ იკითხება ყველა მოწყობილობის მიერ და საჭიროებს
სპეციალურ მოწყობილობას თუ განსაკუთრებულ პროგამას, რაც არაკომფორტულია მკითხველისათვის;
-
ქაღალდის
წიგნისგან განსხვავებით ელექტრონული წიგნი შეიძლება უბრალოდ წაიშალოს რაიმე
პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში;
მიუხედავად აზრთა
სხვადასხვაობისა, ფაქტია, რომ დღეს ტრასპორტში თუ სკვერებში სულ უფრო ნაკლებად
დავინახავთ წიგნსა თუ გაზეთში თავჩარგულ ადამიანებს. მობილური თუ სხვა მსგავსი
მოწყობილობები თანდათანობით ყველა თაობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომი და
მისაღები ხდება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი
კითხვაა რა მოუვა ნაბეჭდ წიგნს? ნუთუ ის აღარ იარსებებს? ნუთუ ვეღარ გადავშლით მის ფურცლებს და ვერ
შევიყნოსავთ მის დაუვიწყარ სურნელს, მკითხველს რომ ასე ძალიან უყვარს?
ალბათ ნაბეჭდი წიგნი მაინც
იარსებებს, როგორც ერთი ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება: „ლიფტის გამოგონებას კიბის არსებობა არასოდეს
დაუყენებია ეჭვქვეშ“. თუმცა იქიდან
გამომდინარე, რომ მისი წარმოებაც და ქაღალდიც მომავალში სულ უფრო ძვირი გახდება,
ნაბეჭდ წიგნს თანდათანობით ელექტრონული წიგნი ჩაანაცვლებს. წიგნის ნაბეჭდ ვერსიას
შემდგომში მხოლოდ კოლექციონერებისთის და სპეციალური გამოცემების სახით გამოუშებენ.
დროთა განმავლობაში ელექტრონული წიგნის სიიაფე და მისი სწრაფად შეძენის
შესაძლებლობა თითქმის მთლიანად გამოდევნის ნაბეჭდ წიგნს ბაზრიდან.
რაც შეეხება წიგნების
ავტორებსა და გამომცემლებს: რა ელის მათ?
ალბათ, სანამ მკითხველი
იარსებებს, ავტორიც იარსებებს და გამომცემელიც. არა აქვს მნიშვნელობა, რა სახეს
მიიღებს საბოლოო პროდუქტი. ქაღალდზე დაიბეჭდება თუ ეკრანზე აციმციმდება- ვიღაც
მაინც არის საჭირო, ვინც ტექსტს დაწერს,
შემდეგ მას გაასწორებს და მკითხველს მიაწვდის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ
ავტორი, რომელმაც თქვენთვის ამდენი იშრომა, ჰონორარის გარეშე ვერ იარსებებს. ასე
რომ, შეიძინეთ და იკითხეთ წიგნები რა სახითაც გინდათ.
ლიტერატურა
Electronic
literacy
MAKA
NAKASHIDZE
Kutaisi Public School №21. Teacher
of Information and Communication Technologies.
Summary
In recent years, the number of e-books have
been gradually increasing in Georgia as well as in the world. Regardless
of the difference attitude towards the
electronic books, it is a fact that their number is being increased day by day. And
that is why the fair opinion formed implies
that the future is for the electronic books .
The advantages
discussed in the article clearly shows the most important and
significant positive sides of the e-books but we should not forget the disadvantages
that cause a major impediment factor to the part of readers.
Considering all
the foregoing facts we cannot discuss decisively only about the
positive or just the negative significances of e-books for reader.
პრაქტიკის კვლევა
პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია
პრაქტიკის კვლევა
პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий