ჩემს მიერ შექმნილი რესურსი


რესურსის ინსტრუქცია

 საგანი:   ისტ-ი
კლასი:   მე-5 და მე-6 კლასები
რესურსის სახელწოდება:  „როგორ კარგად ვიცით ელექტრონული ცხრილები.“
   ელექტრონული რესურსი თამაში-ვიქტორინა შედგენილია  LearningApps.org პროგრამაში. ვიქტორინა მოიცავს კითხვებს. კითხვები იზრდება მარტივიდან რთულისკენ.
    პასუხს რომელსაც სწორად თვლით დააკლიკეთ.
   სწორად ამოცნობის შემთხვევაში პასუხი გამწვანდება და თქვენ მიიღებთ შესაბამის ქულას. არასწორად ამოცნობის შემთხვევაში პასუხი გაწითლდება, ხოლო სწორი პასუხი გამწვანდება. ამის შემდეგ თქვენ კარგავთ დაგროვილ ქულებს და თამაშს იწყებთ თავიდან.
   აღნიშნული რესურსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
  
https://learningapps.org/display?v=p1zkbvvta18

https://learningapps.org/display?v=pi842pt7j18


ელექტრონული რესურსის რეფლექსია

     სასწავლო რესურსი ზრდის სწავლის ეფექტურობას და სწავლების პროცესი სასიამოვნო და საინტერესო ხდება. სასწავლო პროცესის შედეგიანად განხორციელებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა სასწავლო ელექტრონული რესურსები, რადგან თანამედროვე მოსწავლეების ინტერესს განსაკუთრებით აღძრავს ციფრული და ელექტრონული მასალა.
     რესურსმა მოსწავლეებს საკითხში ჩაღრმავების საშუალება უნდა მისცეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება LearningApps.org  პროგრამაში ჩემს მიერ შექმნილი თამაში-ვიქტორინა. რესურსის სათაურია „როგორ კარგად ვიცით ელექტრონული ცხრილები“. აღნიშნული რესურსი შედგენილია მე-5 და მე-6 კლასის ისტ-ის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
     ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რესურსი პასუხობს შემდეგ ინდიკატორებს:
                    ისტ.V.4    მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
                   ისტ. VI.6  მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.
       ელექტრონული რესურსის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას და მის საფუძვლიან გაცნობას. აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ საჭიროებებზე და ინტერესზე. კითხვები იზრდება მარტივიდან რთულისკენ.
     რესურსს აქტიურად ვიყენებ მე-5 კლასებში, როდესაც ვამთავრებ ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას და მე-6 კლასებში, როდესაც ვიწყებ Excel-ზე მუშაობას და მჭირდება მე-5 კლასში შესწავლილი შესაბამისი მასალის განმეორება.
     ციფრული რესურსის შექმნა-გამოყენება შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა: მსურდა მასალა ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი გზით მიმეტანა მოსწავლეებამდე, რასაც  ნამდვილად მივაღწიე ვიქტორინის გამოყენებით, რადგან თუ დავალება მათთვის სახალისო ფორმით არის მიწოდებული ინტერესი დიდია.
    დადებითი გავლენა მოსწავლეების სწავლის პროცესზე იყო ის, რომ:
·         გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია.
·         გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა.
·         საკითხის „ელექტრონული ცხრილების“ შეჯამება მე-5 კლასებში და განვლილი მასალის გახსენება მე-6 კლასებში არ იყო ერთფეროვანი და მოსაწყენი.
რესურსმა გაამართლა მოლოდინები და მივაღწიე დასახულ მიზანს.






როგორ დავადოთ პრეზენტაციას ხმა 

რესურსის რეფლექსია

 გადავწყვიტე შემექმნა ელექტრონული რესურსი და შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დამეგეგმა გაკვეთილი. ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეების ჩართულობას ზრდის და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაზე აისახება.  მეთოდის ძირითადი დანიშნულება ინტერაქტიული სწავლებაა. მოსწავლე თავად იღებს ცოდნას და ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება ხდება.
მოსწავლეებს ფლეშ ბარათების საშუალებით მივაწოდე ჩემს მიერ შექმნილი ვიდეო „როგორ დავადოთ ხმა სლაიდს“, სადაც გამოყენებული მაქვს ეკრანის ჩანაწერის პროგრამა.ამ ვიდეოს ნახვის და შესწავლის შემდეგ თავად უნდა შეძლონ სლაიდზე მუსიკის დადება.
აღნიშნული რესურსი შევქმენი მე_6 კლასელთათვის. რადგან ესგ_ის მიხედვით:
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობებს (მყარი დისკი, CD, DVD, Blue-Ray, ფლეშ მეხსიერება, მეხსიერების ბარათი) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
  • მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
ის.ტექნ.დაწყ.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
  • ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების 
                    შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
·         ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.


   რესურსმა ხელი შეუწყო ესგ_ით გათვალისწინებული შედეგის მიღწევას. მოსწავლეებმა შეძლეს  დამოუკიდებლად თავი გაერთმიათ დავალებისთვის. ვიდეო მასალას თან ჰქონდა დართული საშინაო დავალება. მოსწავლეებმა ინსტრუქციის მიხედვით შექმნეს ახალი სლაიდი მათთვის სასურველ თემაზე და ვიდეო გაკვეთილის გამოყენებით დაადეს შესაფერისი მელოდია.
   აღნიშნულმა რესურსმა კლასში გაზარდა მოტივაციის დონე. მოსწავლეებს გაკვეთილს ბოლოს ვთხოვე დაეწერათ თვითშეფასების ბარათები: თითქმის ყველა მოსწავლემ აღნიშნა, რომ მოცემული რესურსის დადებითი მხარე იყო ის, რომ მათ შეძლეს დამოუკიდებლად ვიდეოს გაანალიზება, გაუგებრობის შემთხვევაში ქონდათ ვიდეოს რამდენჯერმე გადახვევის საშუალება, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე  შეარჩიეს თემა და თავად აარჩიეს შესაფერისი მუსიკა.

ასევე მინდა დავამატო, რომ რესურსმა განსაკუთრებით გაზარდა მოტივაცია დაბალი აკადემიური მოსწრების  მოსწავლეებში, რომელთაც უჭირთ ერთხელ ან ორჯერ მიცემული ინსტრუქციის  გააზრება. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილმა გაკვეთილმა და აღნიშნულმა გამოყენებულმა რესურსმა კლასში გაათანაბრა მოსწავლეთა შესაძლებლობები და მათი ჩართულობის ხარისხი,რადგან ტრადიციულ საკლასო ოთახში ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე დროში ერთსა და იმავე ინფორმაციას იღებს და ყველას ერთნაირად აღქმის უნარი არ აქვს. შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში მასალას ეცნობიან სახლში, შესაბამისად ისინი არ იყვნენ შეზღუდულნი დროში, სწორედ ამიტომ, დავალებაც ხარისხიანად შეასრულეს.


რესურსის  ინსტრუქცია

საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი: VI
რესურსის სახელწოდება: მუსიკის დადება საპრეზენტაციო პროგრამაზე
ვიდეო რესურსი შექმნილია შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გათვალისწინებით, მისი გამოყენება შესაძლებელია ახალი მასალის ახსნის ეტაპზე. მასწავლებელი მოსწავლეებს მიაწვდის ფლეშ ბარათების საშუალებით ვიდეო რესურსს და დაავალებს მოუსმინონ მას  და შეასრულონ დავალება, რომელიც ვიდეოს ბოლოში აქვს დართული, კერძოდ, შექმნან სლაიდი მათთვის სასურველ თემაზე და ვიდეო გაკვეთილის გამოყენებით  დაადონ შესაფერისი მელოდია.
აღნიშნული რესურსი ნახვა შესაძლებელია ბმულზე: 








Комментариев нет:

Отправить комментарий